Tuesday, February 9, 2021

ქართლი არაბების შემოსვლამდე

არაბები ქართლში პირველად მეშვიდე საუკუნის ორმოციან წლებში გამოჩნდნენ, თუმცა მხოლოდ მარბიელი ლაშქრობით შემოიფარგლნენ. გაცილებით უფრო საფუძვლიანად ისინი 654 წელს გვესტუმრნენ, როცა დაცვის სიგელიც გაფორმდა.

მაშინ თბილისში სტეფანოზ მეორე იჯდა, ვისაც მეფის წოდება არ ჰქონდა და ერისმთავრის სტატუსით მართავდა ქართლ-კახეთს. ცნობისთვის, სამეფო ხელისუფლება 523 წელს გაუქმდა და ეს ირანელთა ხელით მოხდა. რაც შეეხება ერისმთავრის ინსტიტუტს, იგი გაძლიერებულმა აზნაურებმა შექმნეს და პირველად გუარამი დასვეს ერისმთავრად.

ქართლის ერისმთავრები არ იყვნენ დამოუკიდებელი სუვერენები. VI—VII საუკუნეებში ისინი სცნობდნენ ხან ბიზანტიის კეისრის, ხან ირანის შაჰის უზენაესობას, ხოლო VII—VIII საუკუნეებში — არაბთა ხალიფის ბატონობას, ყოველთვის, როდესაც საამისოდ ხელსაყრელი ვითარება იქმნებოდა ერისმთავრები ცდილობდნენ დამოუკიდებლობის მოპოვებას.

აი, სწორედ ასეთი ვითარება იყო ქართლში, როცა მისი საზღვარი არაბებმა გადალახეს. სხვადასხვა ჯურის დამპყრობლებისგან შევიწროებული ხალხისთვის, თავდაპირველად, ახალი მოთამაშის გამოჩენა შესაძლოა არც თუ ცუდი ყოფილიყო, რადგან დაცვის სიგელის ფარგლებში, არაბებმა უარი თქვეს საკუთარი აღმსარებლობის ძალადობრივი გზით გავრცელებაზე. გარდა ამისა, ისინი კისრულობდნენ ქართლის დაცვას სხვათა შემოსევებისგან და კაცმა რომ თქვას, საგადასახადო სისტემაც საკმაოდ ლოიალური ჩანდა. 

ის, თუ მერე როგორ განვითარდა მოვლენები, ცალკე საკითხია, მაგრამ აშკარაა, რომ არაბების პირველ შემოსვლას ქართლში არაფერი ტრაგიკული გამოუწვევია და ადგილობრივები მას საკმაოდ მშვიდად შეხვდნენ.

ქართლი არაბების შემოსვლამდე

არაბები ქართლში პირველად მეშვიდე საუკუნის ორმოციან წლებში გამოჩნდნენ, თუმცა მხოლოდ მარბიელი ლაშქრობით შემოიფარგლნენ. გაცილებით უფრო საფუძვლი...