Wednesday, October 14, 2020

"მოტირალი და მოცინალი" - ანალიზი

სულხან-საბას იგავის "მოტირალი და მოცინალი" ანალიზი ქართულის მასწავლებლის ღირშესანიშნავი დავალებისთვის სათაურით: "მოტირალი და მოცინალი" - ანალიზი"

სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედებას კონტრასტული სახეების ერთმანეთთან შეპირისპირება ლაიტმოტივადაც კი გასდევს. ამის ერთ-ერთი მაგალითია იგავი "მოტირალი და მოცინალიც".

იგავში ორ ადამიანს ვხვდებით. ერთი გამუდმებით ტირის, ხოლო მეორე კი გამუდმებით იცინის. მათ ერთი და იგივე საფიქრალი აქვთ და ეს ადამიანთა ცუდი ქცევებია. საბოლოო ჯამში, ორივე მიხვდა, რომ სხვათა გამოსწორების მცდელობა უაზრო დაღლა გახლდათ, ამიტომ ხელი ჩაიქნიეს. სწორედ აქ გაიყო მათი გზები: ერთმა იმედგაცრუების გამოხატვა გლოვით გადაწყვიტა, ხოლო მეორემ - სიცილით.

რა თქმა უნდა, ბოლომდე ჯანსაღი არცერთის გადაწყვეტილებაა, მაგრამ მე მაინც მოცინარის მხარეს ავირჩევდი. ნამდვილად არაა ლოგიკასმოკლებული ის შეხედულება, რომ თუ საქმეს ვერაფრით შველი, ამაზე დარდიც სისულელეა. 

"თუ პრობლემა მოგვარებადია, რა განერვიულებს, თუ პრობლემას არ ეშველება, მითუმეტეს რა განერვიულებს. არ არსებობს წუხილი, რომელიც შვებას მოგიტანს." - ეს ცნობილი ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად დალაი ლამას აწერენ ხოლმე, ყველაზე კარგი აღწერაა იმისა, თუ რამდენად სწორად აზროვნებდა მოცინარი მოტირალთან შედარებით.

ბუნებრივია, მტირალი პიროვნების ასეთი გაუბრალოებაც არ შეიძლება. ნამდვილად დასაფასებელია ის ფაქტი, რომ მას უცნობი ადამიანების ხელიდან წასვლა ესოდენ ახლოს მიაქვს გულთან. ტირილი მისთვის პროტესტის გამოხატვის ფორმაა, თუმცა რამდენად ეფექტური, ესეც ცალკე საკითხია.

ნებისმიერ შემთხვევაში, მე მოცინარის მსოფლმხედველობა უფრო საინტერესოდ მიაჩნია. ისე კი, კაცმა რომ თქვას, სულხან-საბას გაცილებით აზრიანი იგავებიც მრავლად აქვს.

No comments:

Post a Comment

ქართლი არაბების შემოსვლამდე

არაბები ქართლში პირველად მეშვიდე საუკუნის ორმოციან წლებში გამოჩნდნენ, თუმცა მხოლოდ მარბიელი ლაშქრობით შემოიფარგლნენ. გაცილებით უფრო საფუძვლი...